გვარამიას საქმე

15 თებერვალი 2017, 00:00 1853 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს და ნიკა გვარამიას მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვას ითხოვს. ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა რაც რუსთავი 2-ის დირექტორმა განაცხადა, რომ არ აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას. შეგახსენებთ, უწყებაში გამოძიება ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს. საქმე ეხება 2016 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის პირადი საუბრის ამსახველ ჩანაწერს, რაც შსს-ს მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე აუთენტურია.  

ამავე კატეგორიაში