ბახმუტში სასტიკი შეტაკებებია

08 მაისი 2023, 10:19 597 ნახვა

რუსეთის ჰაერსაწინააღმდეო თავდაცვის სისტემებმა   შავ ზღვაზე  22 უკრაინული  დრონი გაანადგურა -ამის შესახებ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა. რუსული მხარის მტკიცებით,  მანამდე უკრაინულმა ძალებმა ღამით ყირიმში უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მისმა  შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტში წინ წაწევა შეძლეს და ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ და დასავლეთ ნაწილებში ორი რაიონი დაიკავეს.

უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი კონტრშეტევის გამო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე დასახლებებიდან  რუსი სამხედროები მოსახლეობის ევაკუაციას განაგრძობენ.  უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულ ძალებს რუსული პასპორტის მქონე ადგილობრივები  საპორტო ქალაქ ბერდიანსკსა და  პრიმორსკში გადაჰყავთ.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯერ  გადაჰყავთ ისინი, ვინც რუსეთის მოქალაქეობა  ოკუპაციის პირველ თვეებში მიიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში