ზელენსკი ფაშიზმზე გამარჯვების დღის თარიღის შეცვლის ინიციატივით გამოდის

08 მაისი 2023, 14:15 627 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადას მიმართა კანონპროექტით, რომლის მიხედვითაც, ინიციატივით გამოდის, მეორე მსოფლიო ომში 1939-1945 წლებში ნაციზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზელენსკის თქმით,  სწორედ 8 მაისს იხსენებს მსოფლიოს ხალხების უმეტესობა ნაციზმზე გამარჯვების დიდებას, მიაგებს  პატივს ყველას, ვისი სიცოცხლეც  ომმა შეიწირა. სწორედ 8 მაისს შევიდა ძალაში ვერმახტის უპირობო ჩაბარების აქტი - აღნიშნავს უკრაინის ლიდერი და აცხადებს, რომ არასდროს მიეცემა დავიწყებას უკრაინელი ხალხის წვლილი ნაციზმზე გამარჯვებაში.

ზელენსკიმ ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება, როგორც ევროპაში ყველას ერთობის დღე, ვინც ნაციზმზე გაიმარჯვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში