უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 42 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

09 მაისი 2023, 10:06 529 ნახვა

უკრაინის თვდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 42 შეტევა მოიგერიეს - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

გასულ ღამეს, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. საჰაერო განგაში თავდაპირველად ხარკოვის, ზაპოროჟიესა და პოლტავის ოლქებში გამოცხადდა.

აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევში და კიევის ოლქში. როგორც კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, დედაქალაქის თავზე მტრის ყველა რაკეტა ჩამოაგდეს.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგეებმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე უკრაინის ძალების პოზიციებსა და დასახლებებზე 30 სარაკეტო და 61 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, 89-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან"- აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად, დანგრეულია და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები.

"მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კვლავ ლიმანის, ბახმუტის ავდეევკისა და მარიინკის მიმართულებებზეა კონცენტრირებული. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტისა და მარიინკისთვის. გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის ძალებმა რუსეთის 42 თავდასხმა მოიგერიეს"- აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს მტრის ძალის კონცენტრაციის 19 რაიონზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში