მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების აღლუმი იმართება

09 მაისი 2023, 10:59 709 ნახვა

დღეს ცივილიზაცია ისევ გარდამტეხ  ზღვარზეა. ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ნამდვილი ომია გაჩაღებული, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას, დასავლეთს დაავიწყდა ვინ დაამარცხა საშინელი გლობალური ბოროტება. ის პროვოცირებს სისხლიან კონფლიქტებს, თესავს რუსოფობიას და აგრესიულ ნაციონალიზმს. უკრაინელი ხალხი იქცა კრიმინალური რეჟიმის მძევლად - ეს განცხადება მოსკოვში წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმის დაწყების წინ რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა.

წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმს ყაზახეთის, სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები ესწრებიან. 9 მაისის საზეიმო აღლუმი რუსეთის სხვა ქალაქებშიც იმართება.  წელს მსვლელობის უკვდავი პოლკის ორგანიზატორებმა  უარი თქვეს აქციის გამართვაზე.  

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 78-ე წლისთავს მოსკოვი პომპეზურად აღნიშნავს. წითელ მოედანზე  რუსეთის არმიის არსენალში არსებული ყველაზე თანამედროვე შეიარაღების დემონსტრირება მოხდება.

გასულ კვირას კრემლზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის დედაქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში