ევროპის დღე

09 მაისი 2023, 11:10 489 ნახვა

ევროპის დღესთან დაკავშირებით, 21 საათზე თბილისში, ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით კონცერტი ,,ევროპისათვის“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი - ,,სუხიშვილები“ და ათამდე მუსიკოსი. 

ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა უკვე 30 წელს ითვლის და ის თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში