ბათუმელი ტანმოვარჯიშეების წარმატება

09 მაისი 2023, 14:20 962 ნახვა

თბილისში დასრულდა დედაქალაქის ღია პირველობა სპორტულ ტანვარჯიშში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ბათუმელმა ტანმოვარჯიშეებმა, რომლებმაც სხვადასხვა დისციპლინაში და ასაკობრივ კატეგორიაში ექვსი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.

მოზარდთა მესამე თანრიგში ჩემპიონი ანდრია გურგენიძე გახდა, ამავე კატეგორიის მეორე თანრიგში ოქრო და ვერცხლი ტყუპმა ძმებმა, - დემეტრე და დათო დიასამიძემ მოიპოვეს, მოზარდთა პირველ თანრიგში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა დემეტრე გურგენიძე.

გოგონათა შორის მოზარდთა პირველ თანრიგში ჩემპიონის ტიტული ნატალი ხოზრევანიძემ მოიპოვა, დიდებს შორის მეორე თანრიგში ესენია კრომსკა ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ბათუმელი ტანმოვარჯიშეები ტურნირისთვის გურამ ოსანაძემ, ნადეჟდა სარჯველაძემ და შორენა კახიძემ მოამზადეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში