ევროკომისიის პრეზიდენტმა პატივი მიაგო დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას

09 მაისი 2023, 14:19 483 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში რუსული საჰაერო თავდასხმების ახალი ტალღის შემდეგ ჩავიდა. მისი ვიზიტი  ევროპის დღეს ემთხვევა, რომელიც უკრაინამ ორშაბათს სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადა, რაც ხაზს უსვამს მის ამბიციას შეუერთდეს დასავლურ ინსტიტუტებს მას შემდეგ, რაც გასულ წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვა.

ფონ დერ ლაიენმა პატივი მიაგო რუსეთის წინააღმდეგ ომში  დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს და შემდეგ მოინახულა განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა, რომელიც წმინდა მიქაელის მოედანზეა გამოფენილი. "კარგია, რომ დავბრუნდი კიევში, სადაც ჩვენ ძვირფას ფასეულობებს ვიცავთ ყოველდღე", - წერს ფონ დერ ლაიენი ტვიტერზე და თან ურთავს კიევში მატარებლით ჩასვლის ფოტოსურათს.

ევროკომისიამ, ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, გადადგა უჩვეულო ნაბიჯი და საჯაროდ გამოაცხადა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე.

უკრაინაში დასავლელი  მაღალჩინოსნების ვიზიტები, როგორც წესი, უსაფრთხოების მიზნით მკაცრად გასაიდუმლოებულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში