ბათუმი ფარიკაობაში ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს

09 მაისი 2023, 19:39 543 ნახვა

12-14 მაისს ბათუმის სპორტის სასახლეში ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო  თასის გათამაშება გაიმართება. ეს არის ტურნირი, რომელზეც მოფარიკავეები პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების დაგროვებას დაიწყებენ. შეჯიბრებაში 36 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი ჩაებმება. მონაწილეთა სიმრავლე იმით არის გამოწვეული, რომ მოხმალავე ქალებისთვის პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო პერიოდი ბათუმის მსოფლიოს თასით დაიწყება და შემდეგ სხვა ტურნირებით გაგრძელება, საქართველოს ღირსებას  ლიკა ჯიჯეიშვილი, ალექსანდრა კუვაევა, ევა აჰამიანი, კატო არჩვაძე, მარი კაკოიშვილი, ანასტასია ცანავა, ნიკოლ აფრასიძე და მარიამ ტუღუში დაიცავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში