პაკისტანში ექს-პრემიერის დაპატიმრებას შეტაკებები და არეულობები მოჰყვა

10 მაისი 2023, 10:33 553 ნახვა

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის პარტიამ მხარდამჭერებს   მთელი  ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც პაკისტანის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ხანი ისლამაბადის უმაღლეს სასამართლოში დააკავა.

მხარდამჭერებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაკეტეს ქუჩები და მთავარი ავტომაგისტრალები. დედაქალაქ ისლამაბადში დემონსტრანტების დასაშლელად  პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.  

იმრან კორუფციის ბრალდებით დააკავეს. იგი კანონის დარღვევას უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში