ბათუმი ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა და საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

10 მაისი 2023, 11:20 804 ნახვა

11-13 მაისს ბათუმი ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეასა და სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიებაზე  სოფლის ტურიზმის მიმართულებით ევროპული ქვეყნებისა და საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრებენ.

კონფერენციაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სოფლის ტურიზმის მდგრადი განვითარება, შესაძლებლობები და გამოწვევები, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტურისტული პროდუქტი, წარმატებული ისტორიები სოფლად, სათავგადასავლო ტურიზმი და ციფრული ტექნოლოგიები.

ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა ბათუმში წელს პირველად ტარდება, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას კი ბათუმი მეოთხედ უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში