ზედიზედ მეორედ ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

10 მაისი 2023, 20:33 740 ნახვა

დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ზედიზედ მეორედ ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

81 კგ. წონით კატეგორიის ფინალში გრიგალაშვილმა ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა. ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში