საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია

10 მაისი 2023, 23:08 1000 ნახვა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ისტორიაში პირველად  ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. უკვე ცნობილია მეტოქეები, რომლებსაც ქართველი ხელბურთელები ჯგუფურ ეტაპზე შეხვდებიან.

საქართველო E ჯგუფში მოხვდა, სადაც შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნიის ნაკრებების კონკურენციას ეცდება.

საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპის მატჩები მანჰაიმში ჩატარდება. ტიტე კალანდაძის გუნდის კალენდარი კი ასე  გამოიყურება:

  • 11 იანვარი: ნიდერლანდები - საქართველო
  • 13 იანვარი: საქართველო - შვედეთი
  • 15 იანვარი: ბოსნია - საქართველო

გეტყვით რომ თითოეული ჯგუფიდან მეორე ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო ორ-ორი გუნდი გავა და ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

ევროპის ჩემპიონატი 10-28 იანვარს გერმანიაში ჩატარდება. ტურნირს 6 ქალაქი, დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი და მიუნხენი უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში