უკრიანის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 39 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

11 მაისი 2023, 10:00 554 ნახვა

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 39 შეტევა მოიგერიეს-ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 45 საავიაციო და 1 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 53-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 39 შეტევა. 

გენერალური შტაბი ასევე აცხადებს, რომ სასტიკი ბრძოლა გრძელდება დონეცკის ოლქის ქალაქების, ბახმუტისა და მარინკისთვის.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ზაპოროჟიეში წუხელ, საჰაერო იერიშის დროს, აფეთქების ხმები ისმოდა. მათივე ინფორმაციით, ქალაქსა და ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ოფიციალური პირები ქალაქის მოსახლეობას საფრთხის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში