პაკისტანში ყოფილი პრემიერის მხარდამჭერთა პროტესტი არეულობაში გადაიზარდა

11 მაისი 2023, 10:00 502 ნახვა

პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის კორუფციის ბრალდებით დაკავების შემდეგ დაწყებული მასობრივი მღელვარება გრძელდება. მომიტინგეები ბლოკავენ ავტომაგისტრალებს, არბევენ და ცეცხლს უკიდებენ შენობებს.

გუშინ ქალაქ პეშავარში იმრან ხანის მხარდამჭერებმა ცეცხლი წაუკიდეს რადიოს შენობას, რომელიც მთლიანად განადგურდა.  პოლიციასთან შეტაკებების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი.  

ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პარტია მისი ლიდერის გათავისუფლებას მოითხოვს, მხარდამჭერებს ქუჩებში გამოსვლისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. 

სამხრეთ აზიის ამ ქვეყანაში, სადაც 220 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბოლო დღეების მასობრივმა არეულობამ კიდევ უფრო გაამწვავა ქვეყანაში არსებული ისედაც   არასტაბილური მდგომარეობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში