აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტთა ნაკადი არ წყდება

11 მაისი 2023, 10:03 1176 ნახვა

კოვიდ-19-თან დაკავშირებული  სასაზღვრო შეზღუდვების გაუქმების თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით აშშ-მექსიკის საზღვარს ასობით მიგრანტი მიადგა. ისინი  ტეხასის შტატის სასაზღვრო ქალაქ ბრაუნსვილში გრძელ რიგში დგებიან. მათ აშშ-ს სასაზღვრო აგენტები ამოწმებენ  და ამუშავებდნენ. 

2020 წლის მარტში, კოვიდ პანდემიის დაწყების გამო აშშ-ს ხელისუფლებამ ასობით ათასი მიგრანტი თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობის გარეშე მექსიკაში გააძევა.

აშშ-ს სასაზღვრო პატრულის წარმომადგენელი ამბობს, რომ   სააგენტომ 16 აპრილიდან 30 ათასამდე მიგრანტი შეამოწმა და მათი დოკუმენტები დაამუშავა. მიგრანტების უმეტესობა ვენესუელიდან, კოლუმბიიდან და ეკვადორიდან არის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში