ნატო ჩინეთს საფრთხედ არ აღიქვამს - ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

11 მაისი 2023, 11:05 768 ნახვა

ნატო არ მიიჩნევს ჩინეთს საფრთხედ და არ მუშაობს პეკინის წინააღმდეგ სამხედრო გეგმებზე - განცხადება ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ურთიერთობები ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გასულ წელს განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მაშინდელი სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს. ამის საპასუხოდ, პეკინმა შეერთებულ შტატებთან რამდენიმე ოფიციალური საკომუნიკაციო არხი გაწყვიტა.

დაძაბულობა შემცირდა გასული წლის ნოემბერში ინდონეზიაში დიდი ოცეულის  სამიტზე  აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის პირისპირ შეხვედრის შემდეგ.

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ადმირალმა რობ ბაუერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინი წარმოადგენს "გამოწვევას".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში