ხვალიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალმთიან რეგიონებში თოვლჭყაპი - გარემო

11 მაისი 2023, 13:49 794 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

უწყების ცნობით, 13 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში