სამეცნიერო კონფერენცია

11 მაისი 2023, 14:12 725 ნახვა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით “ჩვენი სულიერების ბალავარი“ გაიხსნა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენცია ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესასწაულს უკავშირდება.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები, რომელშიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან. 4 სექცია იმუშავებს, სადაც ლექტორ-მასწავლებლები ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ლიტერატურის მიმართულებით მომზადებულ დაახლოებით 50 სამეცნიერო ნამუშევარს წარადგენენ.

ხვალ, 12 მაისს  კი კონფერენციის მონაწილეები დიდაჭარაში გაემგზავრებიან. საერთაშორისო კონფერენცია ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანიზებით წელს მეთორმეტედ იმართება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში