საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მომავალი კვირიდან აღდგება - რუსული მედია

11 მაისი 2023, 15:01 737 ნახვა

რუსული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს უკვე მომავალი კვირიდან შეძლებენ. ინფორმაციას რუსული სააგენტო ''რია ნოვოსტი'' ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტმა 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, ასევე  საქართველოში რუსული ავიაკომპანიებისთვის პირდაპირ ფრენებზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა. 

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ახლა გადამზიდავები ავიამიმოსვლის აღსადგენად ემზადებიან. 

ყოველკვირეულად რუსული წარმოების თვითმფრინავებით 7 პირდაპირი რეისის განხორციელება იგეგმება მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან.

რია ნოვოსტის ინფორმაცით,  საქართველოში ყველა ავიაკომპანიას მისცემენ ფრენის უფლებას, გარდა დასანქცირებულებისა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში