აქცია ევროპის მოედანზე

11 მაისი 2023, 14:20 583 ნახვა

მორიგი საბოტაჟი - ასე აფასებენ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას ბათუმში.

ევროპის მოედანზე ოპოზიციური პარტიების წევრები და ბათუმში მყოფი უკრაინის მოქალაქეების ნაწილი შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ გამოიჩინონ სიფრთხილე და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ნაცლად 1 წლისა, უვიზოდ  90 დღიანი ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ. ასევე უსაფრთხოების მიზნით გამკაცრდეს საბაჟო კონტროლი.

აქციაზე შეკრებილი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე. ხელისუფლება კი ამის საპირისპიროდ არაფერს აკეთებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში