სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

11 მაისი 2023, 15:02 724 ნახვა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლას ეხება და აღნიშნავს, რომ "პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან, რუსეთის ჯარი გაიყვანოს".

ამერიკის ხმისთვის მიცემულ წერილობით კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახლა რუსეთთან დაახლოების დრო არ არის.

"თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ ისეთი თვითმფრინავების მომსახურების გამო, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარება” -  აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში