უვიზო რეჟიმი - საერთაშორისო გამოხმაურებები

11 მაისი 2023, 17:45 912 ნახვა

აშშ ვერ იტყვის მოახდენს თუ არა გავლენას პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, ეს აჩენს შეკითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა,- აცხადებს აშშ ს ელჩი საქართველოში. ელჩი დეგნანის აზრით, არავის სჯერა, რომ  პუტინი  ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე, და თუ პუტინს სურს აჩვენოს მზრუნველობა, გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან.დიპლომატს მიაჩნია, რომ  უცნაურად ჩანს ეს ჟესტი სისხლიანი რეჟიმისგან, რომელიც იმას უკეთებს ახლა უკრაინას, რაც საქართველოს 15 წლის წინ გაუკეთა.ცოტა ხნის წინ გავრცელდა ევროკომისიის ვიცე - პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერის განცხადება , რომლითაც ვიგებთ, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში