მინუს ერთი – თურქეთის პრეზიდენტობა 3 კანდიდატს სურს

11 მაისი 2023, 20:26 1038 ნახვა

თურქეთი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. კენჭისყრამდე სამი დღით ადრე პრეზიდენტობის ოთხიდან ერთმა კანდიდატმა უარი თქვა  ქვეყნის უმაღლესი თანამდებობისთვის ბრძოლის გაგრძელებაზე და საარჩევნო კამპანიას გამოეთიშა.მიზეზად მის წინააღმდეგ დაწყებულ ცილისწამებლურ კამპანიას ასახელებს, თუმცა მხარდამჭერებს საპარლამენტო  არჩევნებში მისი პარტიის საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. კვლევითი კომპანია კონდას მონაცემებით,საპრეზიდენტო არჩევნები გამარჯვებულს ვერ გამოავლენს და სავარაუდოდ, მეორე ტური 28 მაისს ჩაინიშნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში