''ვლადიმერ პუტინი ყველაზე საშიში სულელია მსოფლიოში'' - The New York Times

12 მაისი 2023, 11:09 665 ნახვა

ვლადიმერ პუტინი ყველაზე საშიში სულელია მსოფლიოში - ამ სათაურით გაზეთ The New York Times-ში სტატია გამოქვეყნდა.

ამერიკელი ჟურნალისტის თომას ფრიდმანის სვეტში აღნიშნულია, რომ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტმა იცის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმართულება. ჟურნალისტის თქმით, პუტინს გეგმა არასდროს ჰქონია, რადგან  ეგონა კიევს 1 კვირაში აიღებდა, რის შემდეგაც მთელ ევროპას დაემუქრებოდა.

ფრიდმანი აღნიშნავს, რომ პუტინი მთელ უკრაინას ვერ დაიკავებს, მაგრამ ამავე დროს არც დამარცხება შეუძლია, ამდენი რუსული სიცოცხლისა და ფულის დახარჯვის შემდეგ, სწორედ ამიტომაც არ ჩერდება და აგრძელებს ამ უაზრო ომს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში