ბათუმი ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებას მასპინძლობს

12 მაისი 2023, 14:30 729 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში ხმლით ფარიკაობაში 2022-23 წლების სეზონის ბოლო, რიგით მეხუთე მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო, რომელშიც მსოფლიოს 36 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები. ასეთი რანგის ტურნირს ბათუმი პირველად მასპინძლობს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.

საქართველოს ხმლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები მსოფლიო თასზე რვა სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, ამათგან ბათუმის სპორტის სასახლის სახელს მარიამ ტუღუში და ევა აჰამიანი დაიცავენ. ტურნირი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში