შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებაზე შეთანხმების განხილვა გრძელდება

12 მაისი 2023, 14:05 671 ნახვა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შავი ზღვის ინიციატივის გახანგრძლივებაზე შეთანხმების მიღწევა ახლოვდება. უწყების ცნობით, უკრაინა და რუსეთი შეთანხმების მიღწევისკენ მიდიან და ეს არის პირველი ინფორმაცია, რომელიც შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

სამინისტროს განცხადებით, შეთანხმებამ, რომელიც თურქეთის შუამავლობით გაფორმდა, შესაძლებელი გახადა 30 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი იმ ქვეყნებში, რომლებსაც ის სჭირდებოდათ.

ცნობისთვის, მიმდინარე შეთანხმება მარტში გახანგრძლივდა და მისი ვადა 18 მაისს იწურება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში