"დინამო" ბათუმის და "გაგრას" მატჩს გულშემატკივარი ვერ დაესწრება

12 მაისი 2023, 15:16 844 ნახვა

ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში "დინამო" ბათუმისა და "გაგრას"  მატჩს გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის მიერ კლუბის დასანქცირების მიზეზი მეთორმეტე ტურში გორის "დილასთან" გამართულ შეხვედრაში მოედანზე გულშემატკივრის შევარდნა გახდა, რამაც მატჩის შეჩერება გამოიწვია.

სასჯელი სტადიონის ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს 7 000 ლარის ოდენობით.

"დინამო" ბათუმის "გაგრას" მატჩი 14 მაისს 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში