ახალი შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

13 მაისი 2023, 10:02 649 ნახვა

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ახალ საზღვრისპირა ბრძოლებში ადანაშაულებენ.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, 12 მაისის დილას აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სოთკის მიმართულებით და გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები.

საპირწონედ, აზერბაიჯანული მხარის თქმით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნაღმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი აზერბაიჯანის პოზიციებს 11 მაისს, რა დროსაც დაიღუპა 1 აზერბაიჯანელი სამხედრო და დაიჭრა 4 სომეხი ჯარისკაცი.

ხვალ  ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა უნდა შედგეს. მოლაპარაკებას ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გაუძღვება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში