თურქეთი არჩევნებისთვის ემზადება

13 მაისი 2023, 11:28 610 ნახვა

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 დღე რჩება. 85 მილიონიანი ამომრჩეველი ხვალ გადაწყვეტს, დასრულდება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანის 20 წლიანი მმართველობა. მოქმედი პრეზიდენტის მოწინააღმდეგე 74 წლის ქემალ ქილიჩ დაროღლუა, რომელიც კანდიდატად ერთდროულად 6-მა ოპოზიციურმა პარტიამ წარადგინა.

ოპოზიციონერი კანდიდატი, თურქეთის არჩევნებში ჩარევაში მოსკოვს ადანაშაულებს, რასაც რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს. მოსკოვში აღნიშნეს, რომ ის ვინც ქირიჩ დაროღლუს მსგავს ინფორმაციას აწვდის მატყუარაა.

ბოლო გამოკითხვების მიხედვით ოპოზიციონერი კანდიდატი მოქმედ პრეზიდენტს 6 %-ით უსწრებს, თუმცა ანალიტიკოსები მეორე ტურს ვარაუდობენ და აღნიშნავენ, რომ პირველ ტურში 50%-იან ბარიერს ვერცერთი კანდიდატი გადალახავს.

ვითარება თურქეთში პიკს აღწევს, ოპონენტები ერთმანეთს სხვადასხვა დანაშაულს უყენებენ. ერდოღანს მასშტაბური მიწისძვრის დროს არასწორ კრიზისულ მენეჯმენტში ადანაშაულებენ, მოწინააღმდეგე კი დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება, ერდოღანი მას ბრალს ალკოჰოლის ზედმეტი რაოდენობის მოხმარებაშიც კი უყენებს.

აქტიური საარჩევნო კამპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, საარჩევნო უბნებში ბიულეტენების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში