საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში

15 მაისი 2023, 11:00 1095 ნახვა

ბათუმში, ანგისის სასროლეთზე დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში ქალთა და მამაკაცთა შორის. ეროვნული პირველობა პარამშვილდოსნობაშიც გაიმართა.

ორდღიანი ტურნირის შემდეგ გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ, რომლებიდანაც საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება.

ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი მედეა გვინჩიძე გახდა, მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, ციკო ფუტკარაძემ და სალომე ხარშილაძემ დაიკავეს.

ვაჟთა შორის ჩემპიონის ტიტული თემო მაკიევმა მოიპოვა, მეორეზე ალექსანდრე მაჭავარიანი გავიდა, მესამე ადგილი კი ბათუმელმა მირიან წულუკიძემ დაიკავა.

რაც შეეხება პარამშვილდოსნებს, ჩემპიონი ჯუანშერ ჯინჯიხაძე გახდა, ზვიად დუმბაძე და გია ბენიძე, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში