ფარიკაობაში მსოფლიო თასის ბათუმის ეტაპი დასრულდა 

15 მაისი 2023, 11:04 637 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა ხმლით ფარიკაობაში 2022-23 წლების სეზონის ბოლო, რიგით მეხუთე მსოფლიო თასის გათამაშება ქალთა შორის, რომელშიც მსოფლიოს 36 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ასპარეზობა გუნდურ შეჯიბრებაში გაიმართა, რომელშიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ, რომელიც უკრაინელების გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უკრაინის ნაკრებს დაუბრუნდა ოლიმპიური ჩემპიონი ოლგა ხარლანი, რომელმაც მისი ნაკრების გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ესპანეთის ნაკრებმა იტალია დაამარცხა. რაც შეეხება ქართველ მოფარიკავეებს, ისინი პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ აზერბაიჯანის ნაკრებთან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში