თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ბრინდიზს“ მეორე მატჩიც მოუგო

16 მაისი 2023, 10:03 557 ნახვა

თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" პლეი-ოფის მეორე მატჩში საკუთარ მოედანზე "ბრინდიზის" 109:95 სძლია და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

შენგელიამ თამაში სასტარტოდან დაიწყო და 22 წუთში 16 ქულა  მიითვალა.

შეგახსენებთ, პირველ მატჩში "ვირტუსმა" 104:68 გაიმარჯვა. სერია სამ მოგებამდეა და თუ ბოლონიური გუნდი 19 მაისს "ბრინდიზის" სტუმრად მოუგებს, ნახევარფინალში გავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში