ბათუმელი აკრობატების წარმატება 

16 მაისი 2023, 10:33 1049 ნახვა

წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებმა სომხეთში გამართულ "გიუმრის ღია პირველობაზე" სპორტულ აკრობატიკაში, სადაც სხვადასხვა კატეგორიაში მარინა სარიშვილის შეგირდებმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს.

მოზარდთა პირველ თანრიგში თეკლა მახარაძისა და ნინი ლამპარაძის წყვილმა გაიმარჯვა. ნინო სურმანიძის, ნუცა გიორგაძის და ქეთევან კუპრაძის ტრიომ კი მოზარდთა მეორე თანრიგში დაიკავა პირველი ადგილი.

მოზარდთა მეორე თანრიგში დიანა ბასილაძისა და დეა მჟავანაძის დუეტმა მოიგო ოქროს მედალი და ამავე კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ბარბარე მახარაძის, მერი დუმბაძისა და ანასტასია შარაძის სამეული.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში