საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

16 მაისი 2023, 10:13 591 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები სამშობლოში დაბრუნდნენ. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გულშემატკივრები დახვდნენ.

დოჰაში გამართული მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. გუნდის ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა დაიკავა.

საქართველოს ნაკრებმა მამაკაცებს შორის გუნდურ ჩათვლაში მსოფლიო ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში კი ბრინჯაოს მედალი და პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში