ბათუმის "თიბისი" ბანკის ოფისში ბანკის თანამშრომელი დაჭრეს

16 მაისი 2023, 15:58 2131 ნახვა

ბათუმში, "თიბისი" ბანკის ცენტრალური ოფისის შენობაში, ამავე ბანკის თანამშრომელი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ბანკის კრედიტოფიცერია.

ექიმის ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ჭრილობები მუცლის და ფერდის არეში აქვს მიყენებული. ის ამ დროისთვის საოპერაციო ბლოკშია გადაყვანილი.

დაცვის პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის დაკავება შეძლო. დაჭრის მოტივი და მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ფილიალის გარე პერიმეტრი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში