სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას, რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, ეს მისთვის მსოფლიო საზოგადოებაში როდესმე დაბრუნების ერთადერთი გზაა - ტინი კოქსი

16 მაისი 2023, 22:33 752 ნახვა

ჩვენი წევრების პოზიცია უცვლელი უნდა იყოს, რომ ჩვენ არ მივცემთ უფლებას აგრესორ ქვეყანას, დაანგრიოს სისტემატური მულტილატერალიზმი ევროპაში, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენ წევრ ქვეყნებს, უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ტინი კოქსმა ​რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე განაცხადა.

„ვფიქრობ, კრემლში მიღებული გზავნილი მკაფიო იქნება, რომ არ არსებობს გზა, რომელიც პოზიციის ცვლილებას გვაიძულებს. რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია ევროპაში, რადგან რუსეთისთვის ეს არის მსოფლიო საზოგადოებაში როდესმე დაბრუნების ერთადერთი გზა. ვფიქრობ, ძლიერი განცხადება გვექნება სოლიდარობაზე და იმ კუთხით, რომ ვინც დაიწყო აგრესიული ომი, პასუხს აგებს თავის მოქმედებებზე, ადრე თუ გვიან და მათ შორის რუსეთის ლიდერები“, – განაცხადა ტინი კოქსმა.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რეიკიავიკში დღეს გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში