13 წლის შემდეგ ''ინტერი'' ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

17 მაისი 2023, 10:16 1003 ნახვა

13 წლის შემდეგ "ინტერი" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. სიმონე ინძაგის გუნდმა ლიგის ნახევარფინალში თანაქალაქელი ‘’მილანი’’ 1 კვირის შემდეგაც დაამარცხა, ამჯერად მინიმალური სხვაობით 1-0 და ორი მატჩის ჯამური მაჩვენებლით 3-0 ფინალური მატჩის საგზური მოიპოვა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. მილანის ‘’ინტერი’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეექვსედ გავიდა, ბოლოს კი გუნდმა 2009/10 წლების სეზონში მახერხა გასვლა.

10 ივნისს, სტამბოლში, კი „ათა თურქის“ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალია , სადაც ‘’ინტერის’’ მეტოქე მადრიდის ‘’რეალსა’’ და ‘’მანჩესტერ სიტის’’ შორის უკეთესი იქნება.

ეს ნახევარფინალური მატჩი დღეს 23:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ესპანეთში ფრედ 1-1 დასრულდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში