დაჭრა ბათუმში - დაკავაბულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

17 მაისი 2023, 11:04 704 ნახვა

პირს, რომელმაც თიბისი ბანკში კრედიტ ოფიცერი დაჭრა, პროკურატურა ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წარუდგენს, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. სამართალდამცავებმა დამნაშავე შემთხვევის ადგილზე ბანკის შენობაში გუშინ დააკავეს.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცივი იარაღი - დანა. გამოძიების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე სამუშაო საათებში თიბისი ბანკის ბათუმის სათაო ოფისში შევიდა და საკრედიტო ოფიცერი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილს გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და  მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში