პატრიარქი საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება

16 თებერვალი 2017, 00:00 2287 ნახვა

ილია მეორე საქართველოში 4 დღეში დაბრუნდება.  პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მისი უწმინდესობა საქართველოში ორშაბათს დაბრუნდება. ყველაფერი მიდის კარგად , ექიმების გადაწყვეტილებაც არის და მისი უწმინდესობის სურვილიც, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს”, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.  დღეს კი  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკაში გიორგი კვირიკაშვილი მოინახულებს. მთავრობის მეთაური გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, თუმცა, დაგეგმილზე ადრე, ბერლინში, პატრიარქთან შესახვედრად ჩადის. 

ამავე კატეგორიაში