სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები და საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს

18 მაისი 2023, 16:15 739 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი" კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 34206.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 239.64 გრამი) აღმოაჩინეს.

"ასევე, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის სალონის დეტალური დათვალიერების შედეგად. არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების (წონა: 224.26 გრამი) საერთო საბაჟო ღირებულებამ 21376.45 ლარი შეადგინა.

ზემოაღნიშნული ორივე კანონდარღვევის ფაქტის მიმართ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში