უკრაინა ბახმუტში წარმატებას აღწევს

19 მაისი 2023, 10:30 608 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევშიც.

აგრესორმა დედაქალაქზე იერიში კამიკაძე დრონებით მიიტანა, თუმცა უკრაინული მხარის ცნობით, ყველა მათგანი განადგურებულია. დაიბომბა ხარკოვის სოფელი ცირკუნი, სადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.  რუსებმა იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლზეც, რის შედეგადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა. იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბახმუტის მიმართულებით უკრაინის წარმატებაზე საუბრობს. ანა მალიარის თქმით, ისინი ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებენ.

აღნიშნული მიმართულებით რუსების მარცხზე ე.წ დაჯგუფება „ვაგნერიც“ იუწყება და აცხადებენ, რომ ქალაქიდან რუსეთის ძალები უკან იხევენ. გარდა ამისა, გუშინ უკრაინაში ეროვნული სამოსის დღეს აღნიშნავენ, ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში