აქცია და დაპირისპირება ბუდაპეშტში

20 მაისი 2023, 10:50 665 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქში მასწავლებლების საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები ახალი კანონის მიღებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ცვლილებები მათ სამუშაო პირობებს დაამძიმებს. ის ითვალისწინებს სამუშაო საათების გაზრდას, ასევე კვირა დღეს მუშაობას. 

ხუთი ათასამდე მასწავლებელმა უკვე განაცხადა, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში სამსახურს დატოვებენ.

კრიტიკოსები კანონს, „შურისძიების კანონად“ აფასებენ, მთავრობა კი განმარტავს, რომ ეს განათლების ხარისხს გაზრდის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში