40-მდე დამწყები გიდი გადამზადდა

20 მაისი 2023, 11:12 620 ნახვა

აჭარაში დამწყები გიდების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები დასრულდა.  ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 40-მდე დამწყები გიდი გადაამზადა, რომლებსაც სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. წელს, პირველად იყვნენ დამწყები თურქულენოვანი გიდები, რომლებზეც ტურისტების მხრიდან დიდი მოთხოვნაა.

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგ-კურსის მონაწილეებმა გიდის პროფესიის ძირითადი საფუძვლები, ბათუმის ტურისტული მარშრუტები შეისწავლეს და პრაქტიკა გაიარეს ქალაქის ტურების მიმართულებით.  

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საგაზაფხულო ტრენინგ პროგრამას გიდებთან ერთად სასტუმროებისა და კვების ობიექტების მენეჯერები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, მიმტანები და ადმინისტრატორები გადიან. ტრენინგები ბათუმსა და ქობულეთში მარტიდან მიმდინარეობს. ჯამში, საგაზაფხულო სესიებისას 400-მდე სექტორის წარმომადგენელი გადამზადდება.

დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგები უფასოა და მასზე დასწრება აჭარაში მოქმედი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ.

მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია სერვისის განვითარების ოფიციალურ ვებპორტალზე http://serviceajara.ge/ უნდა გაიარონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში