საცხოვრისების შემოვლა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის ფარგლებში 

20 მაისი 2023, 11:15 610 ნახვა

მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მიზნით საცხოვრისების შემოვლა გრძელდება. მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გარდა მესტიისა, და გურიის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება დაიწყო, რაც  არსებული შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიითი შემადგენლობის განსაზღვრას გულისხმობს. ამ მიზნით საქსტატმა გურიის რეგიონში გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სამომავლო გეგმების გაცნობა.

მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი საველე სამუშაოები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას საქსტატის მიერ გადამზადებული პერსონალი განახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში