პროტესტი რუსეთთან ფრენებს

20 მაისი 2023, 11:10 642 ნახვა

„არა რუსეთს“ - ამ ლოზუნგით აქცია ისევ დაიგეგმა დღეს 18 საათისთვის პარლამენტის შენობასთან.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, აქტივისტებთან და მოქალაქეებთან ერთად, გუშინ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლება და მოსკოვიდან თბილისში პირველი რეისის შესრულება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები ოთხი წლის წინ რუსეთის მიერ გაუქმებული ავიარეისების აღდგენას ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე საფრთხის შემცველად მიიჩნევენ და ხელისუფლებას რეისების განახლებაზე თანხმობის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში