ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ხვდება

20 მაისი 2023, 17:59 767 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი იაპონიაში დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს, ინდოეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა.

მედიის ცნობით, ინდოეთის პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტს დახმარება გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს გამოსავლის მოსაძებნად. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ვოლოდიმირ ზელენსკისა და შარლ მიშელს შორისაც, სადაც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შარლ მიშელთან შეხვედრისას ასევე განიხილეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით კი, ზელენსკის გამოჩენა ჰიროსიმაში შესაძლოა მიმდინარე ომში გარდახეტის მომენტი იყოს.

მაკრონის თქმით, პრეზიდენტს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, თავად ახსნას სიტუაცია, გადმოსცეს და გაუზიაროს თავისი შეხედულებები არა მხოლოდ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერებს, არამედ სამიტზე მიწვეულ ინდოეთისა და ბრაზილიის დელეგაციებსაც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში