პროტესტი ყვარელში რუსულ ქორწილს

20 მაისი 2023, 20:02 682 ნახვა

შსს-ში აცხადებენ, რომ ყვარელში მიმდინარე აქციებიდან დაკავებულია 16 ადამიანი და შესაბამისად 166-ე და 173-ე მუხლებით არის გამოძიება დაწყებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ისინი თელავის და გურჯაანის იზოლატორებში არიან გადაყვანილები.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყვარელში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ადვოკატებს დაკავებულებ აქტივისთებთან არ უშვებენ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის  ძმას  უნდა ჰქონოდა. 

ფაქტს მოქალაქეების, აქტივისტების და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას კი რამდენიმე ადამიანის დაკავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში