უკრაინის პრეზიდენტი დიდი შვიდეულის სამიტზე

21 მაისი 2023, 11:00 601 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჰიროსიმაში გამართული დიდი შვიდეულის სამიტის ერთი დღე შეაჯამა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ პარტნიორებთან საუბრის დეტალებსა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, სადაც ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ის მოიცავს 375 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალას, არტილერიასა და საბრძოლო მანქანებს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პარტნიორებთან მიმდინარეობს პოზიციების კოორდინაცია და ახალი ნაბიჯების მზადება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში