დაკავებულები სასამართლოს მოლოდინში

21 მაისი 2023, 12:02 561 ნახვა

ყვარელში დაკავებული აქტივისტები სასამართლოს მოლოდინში არიან - ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამართულ შეკრებაზე პოლიციამ ჯამში 18 მოქალაქე დააკავა.

დაპატიმრებულები გადაყვანილები არიან გურჯაანის, თელავის, სიღნაღისა და საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორებში. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავებულებს შორისაა ელენე ხოშტარიაც, რომელმაც გვიან ღამით სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

გუშინდელი მოვლენები შეაფასა ომბუდსმენმაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში